სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 მილიონზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა
პოლიტიკა - 15:27, 30 Jun, 2015     878

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგებს "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 12 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში 2012-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 3 419 880 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 2 935 693 ლარი, სახელფასო დანამატი 484 187 ლარი.

  • აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების ოდენობა ყველა გუბერნიაში შემცირდა, თუმცა 2014 წელს, იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე – 2013 წელს;

  • პრემიასთან ერთად, სახელფასო დანამატი 2012-2013 წლებში გაიცა მხოლოდ იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიებში, 2014 წლიდან კი სახელფასო დანამატი ყველა გუბერნიაში გაიცემა;

  • 2014 წელს სახელფასო დანამატი მხოლოდ გუბერნატორებს აქვთ მიღებული და როგორც წესი, იგი სახელფასო ანაზღაურების ტოლია. დანამატს გუბერნატორები ყოველთვე იღებენ;

  • 2015 წლიდან სახელფასო დანამატი გუბერნატორთან ერთად სხვა თანამდებობის პირებზეც გაიცემა;

  • იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხების წლიური ჯამები მოგვაწოდეს. შესაბამისად, კვლევაში ზემოაღნიშნული სამხარეო ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული.
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოებრის N627 დადგენილებაში „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმ ვადით, რა პერიოდითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.

    სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს: ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაასაბუთოს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიუთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა.

    რაც შეეხება პრემიებს, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში პრემიის გაცემა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის 449-ე დადგენილებით რეგულირდება, აღნიშნული დადგენილება კი შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოს საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ პრემირების პროცესი ისევ ძველი მანკიერი პრაქტიკით გააგრძელონ.

    სამწუხაროდ, გუბერნიების ნაწილმა სრულად არ მოგვაწოდა ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ, რამაც კვლევის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა არ მოგვცა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები უნდა აცნობიერებდნენ საჯარო ინფორმაციის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რადგანაც ინფორმაციის უკანონოდ დამალვით ლახავენ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42