თბილისის ზოოპარკი ბეგის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
სოც.მედია - 15:34, 30 Jun, 2015     23845

თბილისის ზოოპარკის ფბ.გვერდზე, უკვე მსოფლიოში ძალიან პოპულარულ ბეგის შესახებ შემდეგი ინფორმაცია ქვეყნდება.


„ყველას აინტერესებს, როგორ გრძნობს ამჟამად თავს ბეგი, ჩვენი მსუქანი ბიჭი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა იმ გმირობის შემდეგ, რაც გმირულად მოახერხა გმირთა მოედნამდე მიღწევა და ტალახში კოტრიალითა და ჭადრის ფოთლების ღეჭვით იქცევდა თავს მანამ, სანამ მისი იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი.

როგორც იცით, სტიქიის შემდეგ ბეგი დროებით სპილოების ვოლიერში შევასახლეთ. პირველი რამდენიმე დღე ძალიან დასტრესილი იყო, არ ჭამდა, ფეხზე არ დგებოდა, იწვა და მომვლელები ზემოდან ასხამდნენ წყალს, რომ არ გადახურებულიყო. ახლა უკვე მოყოჩაღდა და დროებითი საცხოვრებელიც აითვისა. ძალიან მოეწონა სპილოების აუზი და დღის ძირითად მონაკვეთს წყალში ატარებს (ჰიპოპოტამები ბუნებაშიც ასე იქცევიან). გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ „ნაქირავები ბინის“ დათვალიერებისას სპილოების ტალახის ორმო აღმოაჩინა და მას შემდეგ ყოველდღიურად იღებს ტალახის აბაზანებს. ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი.

ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომამდე როგორმე მოვასწროთ ბეგისთვის ახალი ვოლიერის აშენება. ჰიპოპოტამი თბილი სარტყელის ბინადარია, ამიტომ სიცივეს ვერ იტანს. შესაბამისად, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ზამთრის ვოლიერი გათბობითა და აუზით. იმედია შევძლებთ საკმარისი თანხების მოძიებას“...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42