საკრებულოში დოკუმენტი თბილისის მერიას უნდა შეეტანა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა დოკუმენტი ჯერ მზად არ არის. უმრავლეოსბაში განმარტავენ, რომ საკრებულოში დღის ბოლოს სამუშაო ვარიანტი შევა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დრო დასჭირდება.
საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს. ირაკლი აბესაძის თქმით, მერიამ ვერ მოახერხა ჩამოყალიბებულიყო იმაზე, თუ როგორ აპირებს სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაწევას.
„სტიქიის შემდეგ გავიდა ორ კვირაზე მეტი და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თბილისის მერიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დაეწერა წესი, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანებისთვის დახმარებს გაწევას. როგორც ჩანს არ არის ზარალი დათვლილი და ამ ადამიანებისთვის ყველა დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ყოველი დღის დაგვიანება ნიშნავს ამ ადამიანებისთვის გართულებულ ცხოვრებას. ასე რომ მოვუწოდებთ მერს და მერიას, დროულად იმუშაონ ამ წესზე, რომ დროულად მოხდეს ამ ადამიანებისთვის ეფექტური და მიზანმიმართული დახმარების გაწევა,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






