თეა წულუკიანმა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო
პოლიტიკა - 11:36, 30 Jun, 2015     907
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე განსახილველი თემები იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა − ამ სფეროში საქართველო-ბელგიას შორის თანამშრომლობა, მიგრაციის მენეჯმენტი და ტრეფიკინგი. ამ საკითხებზე სასაუბროდ ბელგიის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრისა და მიგრაციის საბჭოს ხელმძღვანელის − თეა წულუკიანის, მოწვევით ჩამოვიდა. იუსტიციის მინისტრის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში. ბელგიის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე, ბელგიის საემიგრაციო ოფისის ხელმძღვანელი ფრედი რუსემონტი და სხვა მოხელეები.

თეა წულუკიანმა ბელგიის დელეგაციას ის სიახლეები გააცნო, რაც მიგრაციის სფეროს რეგულირებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. საუბარი შეეხო საემიგრაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და უსაფრთხო დოკუმენტებთან დაკავშირებულ აქტივობებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2013 წლიდან ქვეყანას აქვს მიგრაციის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაშიც, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2014 წლიდან კი ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს კანონებში − „მოქალაქეობის შესახებ“ და „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“; მიმდინარე წლიდან კი პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“.

ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ორ ძირითად პრობლემაზე − ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე, მიანიშნა, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე უნდა მოგვარდეს. მათი თქმით, მხოლოდ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მაქსიმალური შემცირებითა და რეადმისიის მაჩვენებელთა გაზრდით შეიძლება სიტუაციის დარეგულირება. ამასთან, თეო ფრანკემ აღნიშნა, რომ საქართველოს და ბელგიას შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკაა როგორც რეადმისიის, ისე არალეგალი მიგრანტების იდენტიფიკაციის კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში ბელგიის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლსაც ეწვევიან და სახელმწიფო სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნობიან.

ბელგიის დელეგაცია საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში იმყოფება. მისმა წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია ვიზიტები საგარეო საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42