შსს-მ ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა-ტრანსპორტირებისთვის 14 პირი დააკავა
პოლიტიკა - 09:52, 30 Jun, 2015     682

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი: 1972 წელს დაბადებული ისააკ ბ, 1971 წელს დაბადებული ჯამბულ კ, 1980 დაბადებული გოჩა მ, 1984 წელს დაბადებული არჩილ შ,1981 წელს დაბადებული მინდია ც, 1957 წელს დაბადებული ნოდარ გ, 1982 წელს დაბადებული დავით ქ, 1986 წელს დაბადებული გიორგი მ, 1979 წელს დაბადებული ზაქარია ს, 1971 წელს დაბადებული ზაქარია ა, 1987 წელს დაბადებული ლევან ხ, 1966 წელს დაბადებული გელა ფ, 1982 წელს დაბადებული მანუჩარ პ. და 1957 წელს დაბადებული შალვა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ სვირის სატყეო უბანში მინდია ც-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან წიწვოვანი ჯიშის, უკანონოდ მოჭრილი, 13 ცალი ხუთი მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. მხილებულმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი მართვის ქვეშ მყოფი, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს,შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მინდია ც. იმავე ტყეში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონში ასევე უკანონოდ მოჭრილი, 28 ცალი, 5 მეტრი სიგრძის და 55 ცალი 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი, ბორჯომის რაიონში - 26 ცალი 3 მეტრის სიგრძის და 10 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, ახალციხის რაიონში კი უკანონოდ მოჭრილი 18 ცალი, 3 მეტრი სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს, ხოლო სამივე რაიონში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42