პარლამენტში შესაძლოა ახალი ფრაქცია გაჩნდეს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული დეპუტატები და უმრავლესობის წევრები შესაძლოა ერთ გაერთიანებაში გამოჩნდნენ. ფრაქციას სავარაუდოდ „ლიბერალ-დემოკრატები“ ერქმევა.
ახალ პოლიტიკურ ცენტრში ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
„საუბარი სახელწოდებაზე ან იმ პიროვენებზე თუ ვისთან გვაქვს მოლაპარაკებები, ნაადრევია. თუმცა ეს არ არის შორეული პერსპექტივა. უახლოეს მომავალში საზოგადოებას ეცოდინება ყველაფერი.ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ახალი ფრაქცია პარლამენტში იქნება“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ ფრაქციაში გაერთიანებას „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრებიც გეგმავენ. ესენი არიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ ამკოიანი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით მოლაპარაკება მიმდინარეობს ცეზარ ჩოჩელთანაც.
მასალის გამოყენების პირობები






