გიორგი ქადაგიძეს, სავარაუდოდ, ირაკლი მანაგაძე შეცვლის
პოლიტიკა - 16:55, 29 Jun, 2015     2826
„კომერსანტის” ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძეს, სავარაუდოდ, ირაკლი მანაგაძე შეცვლის.

"ჩვენი ინფორმაციით, მანაგაძე მზადაა, დატოვოს ლონდონი, სადაც პოლიტიკის საკითხებში EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად მუშაობს და კიდევ ერთხელ ჩაუდგეს სათავეში ეროვნულ ბანკს.

არსებული მონაცემები, მანაგაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს საბანკო წრეებში. ასევე დადებითადაა მის მიმართ განწყობილი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

2030–ის წევრი, ექსპერტი მიხეილ დუნდუა, ირაკლი მანაგაძის სებ–ის პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნაზე ამბობს, რომ მის კანდიდატურას „უარყოფითად არ შეაფასებს“, რადგან მას შესაბამისი გამოცდილება აქვს. თუმცა ამბობს, რომ მისთვის აღნიშნულის შესახებ უცნობია.

„შესაძლოა, მიდიოდეს სებ–ის პრეზიდენტობის კანდიდატების განხილვა, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს,“ – აღნიშნა დუნდუამ.

რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახურს სავარაუდოდ მიხეილ დუნდუა ჩაიბარებს. თავად ექსპერტი ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და კანდიდატების შერჩევა კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე იყო.

2013 წელს, ერთერთ საგაზეთო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველო პრინციპული მოსაზრებების გამო დატოვა და ვიდრე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იქნებოდნენ ხელისუფლებაში, არ ექნებოდა დაბრუნების სურვილი.

მოქმედი კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ამ ეტაპზე სებ–ის პრეზიდენტობის კანდიდატების განხილვას გამორიცხავს და ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ პროცესის წარმართვაზე მიმდინარეობს.

„კანდიდატების არანაირი წინასწარი განხილვა არ არის. მხოლოდ იმაზეა საუბარი, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განიხილება და შეუძლებელიცაა, ასეთი საუბრები მიმდინარეობდეს.

მთავარი კრიტერიუმები ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურის შერჩევისას იქნება გამოცდილება, ცოდნა და განათლება ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს,“ – აღნიშნა აბაშიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ. გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს აუცილებლად დაადებს.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წელს ეწურება.



წყარო commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42