"დაბარებული ჰყავდა ივანიშვილს და ყურიც აუწია" - კალაძე სტიქიის დროს აქტიურობისთვის დატუქსეს?!
პოლიტიკა - 16:09, 29 Jun, 2015     17627
იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში კახი კალაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ვიცე პრემიერის მიერ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილმა აქტიურობამ, საზოგადოებისთვის ნათელი გახადა, რომ კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს:

„ამ სტიქიამ საზოგადოების თვალში მოსახვედრად გამოიტანა ეს თემა. კალაძე ტალახიან ჩექმებში იჯდა ხალხთან ერთად და მთავრობის სხდომაზეც კი არ დადიოდა. მთავრობის წევრები კი ჰალსტუხებში გამოპრანჭული მიდიოდნენ და ზემოდან უყურებდნენ სამუშაოებს. აშკარა გახდა, რომ კალაძესა და მთავრობის დანარჩენ წევრებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებებია. კალაძემ აირჩია ხალხთან დგომა. მე ვიცი, რომ ამის თაობაზე ძალიან დიდი კამათი ჰქონდათ ერთმანეთში კალაძესა და ღარიბაშვილს, მის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა, რატომ გამოეყო ის მთავრობას და ხალხში ცალკე რატომ გააკეთა ასეთი ვოიაჟი. მეტიც, ამის თაობაზე კახა კალაძე დაბარებული ჰყავდა ურეკში ბიძინა ივანიშვილს და ყურიც აუწია. ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამიტომ კალაძემ ან დამოუკიდებელი ნაბიჯი უნდა გადადგას, ან სხვის ჭკუაზე იაროს...

ეს პოლიტიკაა, პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის, აქ არსებობს მხოლოდ ინტერესები. მე მაინც მგონია, რომ სექტემბერში ახალი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდება, ამ განაცხადის ავტორი იქნება კალაძე და ამომრჩევლის იმ 40%-ს ის წაიღებს, რომელიც დღეს ჰაერშია გამოკიდებული. თუ სექტემბერში ეს არ მოხდა, ჩავთვალოთ, რომ კალაძის მატარებელი ჩავლილია. აქამდე გვესმოდა, რომ ხელისუფლებას კალაძე კომპრომატებით ჰყავდა გამოჭერილი, არსებობდა მასალები, რომელისც მის ბიზნესსაქმიანობას ეხებოდა, რაც შეუთავსებელი იყო მის მინისტრობასთან. მაგრამ კალაძემ დაინახა, რომ ხელისუფლებას კომპრომატების მოგროვების თავიც არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის უკვე აღარ ეშინია."- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.


წყარო "კვირის ქრონიკა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42