უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში უნდა დარჩეს.
ამის შესახებ მიროტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ქვეყანას რომელსაც დიდი საფინანსო რესურსი არ აქვს მილიარდიანი საპრეზიდენტო სასახლე არ უნდა ჰქონდეს. ვინაიდან არის უკვე ეს შენობა და ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს და ავლარის რეზიდენცია ხალხის ფულით აშენდა, პრეზიდენტი უნდა იყოს იქ. რაც შეეხება ათონელის რეზიდენციას ეს თავის დროზე უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, ამ პროცესში პრეზიდენტის მხრიდან გარკვეული დანაშაულიც არის," -განაცხადა ანი მიროტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა, 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუ ის ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა:
„ჩვენ სახელმწიფოს არა აქვს ფუფუნების რესურსი, თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






