დევნილთა მინისტრი ეროვნული ბანკიიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს უვნებელი პროცედურაა.
სოზარ სუბარი იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების დროს კახა ბენდუქიძეს ეროვნული ბანკის გაუქმება უნდოდა, თუმცა მაშინ ამას ასეთი დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.
„მაშინრატომღაც იდეას არ მოჰყოლია იმასთან მიახლოებული ხმაურიც კი, რაც მოჰყვა ამ აბსოლუტურად უვნებლივ პროცედურას, როგორიც არის ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა. წინა ხელისუფლების პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრთა სერიოზულად განიხილავდა, რომ გაუქმებულიყო საკონსტიტუციო სასამართლო. ამ იდეას გაცილებით ნაკლები ხმაური მოჰყვა, ვიდრე დღეს შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება. რა ხდება, იქნება გამაგებინოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






