„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ კამპანია 2013 წლის იანვარში დაიგეგმა.
როგორც „ნიუპოსტს“ გოგუაძემ განუცხადა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირებთან ახლოს იყო და ეს ინფორმაცია სწორედ მათგან ჰქონდა.
„ირაკლია ალასანიას წინააღმდეგ კამპანია 2013 წლის იანვარში დაიგეგმა. მე მაშინ საკმაოდ დაახლოებული ვიყავი უმაღლესი თანამდებობის პირებთან და პირადი სუაბრებით შემიძლია გითხრათ, რომ იანვარში ალასანია მიზანში ამოიღეს და დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მიმართ დაუნდობელი კამპანია წარიმართებოდა. აღმოჩნდა ადამიანთა ბევრი ჯგუფები, რომლებიც ბატონ ბიძინასთან იმით იმკვიდრებდნენ ადგილს, რომ ალასანიას წინააღმდეგ კომპრომატები მოეძიათ და აეტანათ მისთვის. როდესაც კაბელების საქმეზე დაიწყო საუბარი დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს იყო იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომესაც ამდენი ხანი ასე ველოდებოდით. თუმცა ვინ მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ამ ეტაპზე კონკრეტულ გვარებს არ ვასახელებ“, - აღნიშნა გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






