„ნაციონალების დაშლილ პარტიაზე საუბარი არ გვინდა, რადგან ეს წარსულია, ჩავლილი ამბავია და ეს ადამიანები ვერარასოდეს მოიპოვებენ საქართველოს მოსახლეობის ნდობას!
ნაციონალებმა იმდენი დანაშაული ჩაიდინეს და ჩვენს ქვეყანას იმხელა ტკივილი მიაყენეს, ქართველი ხალხი ამას ვერასოდეს დაივიწყებს!
ქართველ ხალხს სააკაშვილისათვის განაჩენი გამოტანილი აქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი!
სააკაშვილმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს ატარებდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რაშიც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ!
ასე, რომ სააკაშვილი არის წარსული და მასზე დროის დაკარგვა არ ღირს. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
გამორიცხული, რომ ნაციონალებმა რაიმე სახით, თუნდაც სხვა პოლიტიკურ ძალებთან მიკედლებით და ალიანსის შექმნით ხელილსუფლებაში დაბრუნება მოახერხონ!
ჩემთვის ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი არ არის და დიდი ხანია, ნაციონალებზე აღარ ვფიქრობ, რადგან მათი სახით დაშლილი და ძალაგამოცლილი პარტია დავინახე“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






