„საერთაშორისო ორგანიზაციებს ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზირება. პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა! მეგობარმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვცეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის გაუგევბარია ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლების მხრიდან წამოსული წინააღმდეგობა:
„რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის ეკონომიკურ მრჩევლებს, ჩემთვის აბსოლუტურას გაუგებარია, რატომ აქვთ მათ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით?! მათი ამგვარი პოზიცია ბევრ კითხვებს აჩენს“- აცხადებს პრემიერი. მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, პარლამენტი ამ ვეტოს დასაძლევად მობილიზებას მოახდენს.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






