შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე სირიაში ქართველი ახალგაზრდას დაღუპვის ამბავს ეხმაურება.
მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა.
„ჩვენ აქტიური მიმოცვლა გვაქვს ინფორმაციის და აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმოქმედებთ და ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები. ეს არის სოციალური და სპორტული პროგრამები იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში და მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძავახევიდან იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. უცნობია, როდის გადაკვეთა ბორჩაშვილმა სირიის საზღვარი. ინფორმაცია პანკისში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






