პრემიერ-მინისტრი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 12:13, 29 Jun, 2015     909

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, როგორც გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სინძიან უიღურეთის ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარის მოადგილესთან, ხუანგ ვეისთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გააქტიურდა ურთიერთობები მაღალ დონეზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას თანამედროვე რეალობაში. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ხელი მოეწერა აბრეშუმის გზის, ახალი ეკონომიკური სარტყელის ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩინურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში".

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სინძიანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე. ყველაზე დიდი ინვესტიციები საქართველოში სწორედ სინძიანიდან მოდის. ასევე ვისაუბრეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე", რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს და ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ასევე ვისაუბრეთ აბრეშუმის გზის, ახალი ეკონომიკური სარტყელის მნიშვნელობაზე, როგორც ჩინეთისთვის ასევე საქართველოსთვის, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული ფუნქცია დაიბრუნოს," - განაცხადა სინძიან უიღურეთის ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარის მოადგილემ, ხუანგ ვეიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42