რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ალ-კავკაზის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ექსპერტები ემხაურებიან.
21 ივნისს "ისლამურმა სახემლწიფომ" ჩრდილოეთ კავკასიაში ალ-კავკაზის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ეს იყო პირველი ოფიციალური დადასტურება, ტერორისტული დაჯგუფების მიერ, კავკასიაში ახალი ვილაიეთის ჩამოყალიბების შესახებ. "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ევრაზიის საკითხების ანალიტიკოსმა, პოლ გობლიმ ისაუბრა.
ევრაზიის საკითხების ცნობილი ანალიტიკოსი პოლ გობლის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა ერთის მხრივ, ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის მქონე პირები გამოავლინოს და მეორეს მხრივ, ამ პროცესში უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია არ მოხდეს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ იმის ჩვენება შეძლოს, რომ ის ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტულია და "ისლამურ სახელმწიფოს" არ მისცეს იმის თქმის შანსი, რომ ისტორიულად მართლმადიდებელი თბილისი მუსლიმ მოსახლეობას თავს ესხმის. ამავდროულად საქართველომ დაზვერვის და ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს, რათა ტერორისტულ ჯგუფებთან დაახლოებული მოქალაქეები გამოავლინოს. ამიტომაც მთავრობას დიდი სიფრთხილე მართებს“ – განაცხადა გობლიმ.
„ამერიკის ხმის“ თანახმად, იგი იზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის რეკომენდაციას, რომ აუცილებელია მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებასთან.
„2001 წლის 9 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ამერიკას მიაჩნდა, რომ ტერორიზმს მხოლოდ ძალით უნდა დაპირისპირებოდა, ახლა კი დასავლეთი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ იდეოლოგიურ ოპონენტებს, ძალასთან ერთად, იდეოლოგიაც უნდა დაუპირისპირო."ბოროტების ამ ძალებს მხოლოდ ძალითვე ვერ დავამარცხებთ, მაგრამ ბოროტი ძალები კარგი იდეების - დემოკრატიისა და თავისუფლების გაძლიერებით დამარცხდებიან" - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






