"თანამდებობრივი პოზიცია არ მაძლევს საშუალებას სებ-ის პრეზიდენტს ღიად დავდო ბრალი"- ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 11:27, 29 Jun, 2015     1105
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინმტერვიუში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა და ეროვნული ბანკის მუშაობა შეაფასა. პრემიერის თქმით სებ-სა და მთავრობის ეკონოიკურ გუნდს მოსახლეობისთვის უფრო კარგად უნდა აეხსნა, იმს მიზეზები, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს.

"დიახ, ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მხრიდან შესაძლებელი იყო, მოსახლეობისთვის უფრო კარგად აგვეხსნა, თუ რა იწვევდა ლარის კურსის ვარდნას, რაც, პირველ ეტაპზე, სათანადოდ ვერ გაკეთდა. საერთოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დოლარიზაციის მაღალი დონე. ჩვენს მოქალაქეებს ბანკებიდან სესხები აღებული აქვთ დოლარში. ლარში რომ ჰქონდეთ აღებული, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მათთვის ასეთი მტკივნეული არ აღმოჩნდებოდა. შესაძლოა, კურსის ვარდნა არც კი ეგრძნოთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავრობის მხრიდან ყოველთვის არსებობდა ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და არა პირადი სურვილებისა და ემოციების მიხედვით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.. პრემიერის თქმით კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შესახებაც ისაუბრა, ღარიბაშვილის განცხადებით მას თანამდებობრივი პოზიცია არ აძლევს საშუალებას, ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს რამეში ღიად დასდოს ბრალი.

"ჩემგან, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრისგან, ამის გაკეთება მართებული არ იქნება. თუმცა ერთ რამეს პირდაპირ ვიტყვი – თუ იკვეთება რომ ესა თუ ის ადამიანი რაიმე ფორმით ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ და ყველა შესაძლო საფრთხის პრევენცია მოახდინონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42