საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ იქ არსებული კრიზისი როგორც საბერძნეთში მყოფ ქართველებზეც აისახება.
ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემაშფოთებელია ის, რაც ბოლო პერიოდში საბერძნეთში ხდება.
„საბერძნეთის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არის მცდელობა, რომ ვალის გასტუმრებაზე მოლაპარაკება მოხდეს ევროკავშირთან და ა.შ. ქვეყანა არის დეფოლტის წინაშე. ეს აისახება იქ მცხოვრებ ქართველებზეც, ასევე საბერძნეთის მოსახლეობაზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან რთული პროცესია, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას საბერძნეთი“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
ვროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, დღეს საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურება.ევრობანკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისგან საბანკო პანიკიდან იხსნის. გადაწყვეტილების დაანონსების შემდეგ წუხელ საბერძნეთში ბანკომატებთან მოსახლეობის რიგები იდგა. მათ დღეში 60 ევროს გამოტანის ლიმიტი ექნებათ.
ბანკების გახსნის თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი 7 ივლისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






