„ჩვენ სახელმწიფოს არა აქვს ფუფუნების რესურსი, თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ.
ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა. ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსო შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენ მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძნია“- აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერი ქუთაისში პარლამენტის არსებობასაც გაუმართლებლად მიიიჩნევს, მისი თქმით ეს იდეა ერთი ახირებული ადამიანის ხუშტურებს ეფუძნებოდა.
„პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება ქუთაისის განვითარებას, უნდა ვიფიქროთ, რომ იქ შევქმნათ კარგი საგანმანათლებლო ცენტრი და ქუთაისს თავისი ისტორიული როლი და ფუნქცია დავუბრუნოთ.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






