პარლამენტი დღეს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე იმსჯელებს. მსჯელობა რიგგარეშე ფორმატში მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბდება, რომელსაც 7 კაციანი საბჭო უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობას პარლამენტი აირჩევს.
„ჩვენ ავიცილეთ ყველა რისკი იმისა, რომ არ შევხებოდით მონეტარული პოლიტიკის ნაწილს. მეორე მოსმენა ნიშნავს მუხლობრივ განხილვეს. დარჩებოდა საკითხები, რომელზეც კითხვები იქნება. ჩვენ ვაპირებთ, რომ არავითარი რისკი არ დავტოვოთ და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც არსებულ ვითარებას გააუმჯობესებს“, - აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ნოდარ ებანოიძე.
საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ხელისუფლებას ამ ცვლილებით ბანკებზე კონტროლის მოპოვება სურთ. გასულ კვირას კანონპროექტი პირველი მოსმენით ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ცნობილია, რომ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.
მასალის გამოყენების პირობები






