აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გალში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია ჩაატარა
პოლიტიკა - 17:25, 28 Jun, 2015     1523
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ”ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს, ბრიტანეთის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე და სხვები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, საქართველოს ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხის განხილვაში მონაწილეობისთვის. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის გალის რაიონის ძირძველ მოსახლეობას, რაც გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს.

აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია გამოვიდა საფუძვლიანი მოხსენებით ”ოკუპირებული გალის რაიონის განათლების სფეროში შექმნილი ვითარების შესახებ”, რომელშიც რეგიონში შექმნილი სავალალო მდგომარეობაა წარმოჩენილი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოდგილემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ გალის რაიონში წლებია ფეხქვეშ ითელება ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ბოლო დროს კი მშობლიურ ენაზე საუბარიც იკრძალება. გალის რაიონში რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელებას - ყოველივე ქართულის ამოძირკვას წინ უნდა აღუდგეს მსოფლიო თანამეგობრობა, აუცილებლობის შემთხვევაში კი - მიემართოს სტრასბურგის სასამართლოს პრობლემასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.

კონფერენციაზე განხილული პრობლემის ირგვლივ საინტერესეო დისკუსია გაიმართა საქართველოს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გალის რაიონში განათლების სფეროში შექმნილი უმძიმესი ვითარების შერბილებას ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს მიმართვასთან ერთად იგი გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს.


წყარო აფხაზეთის უმაღლესი საბჭო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42