მუხრან ბურჭულაძე პოპლიტიკოსებს სოციალისტური დემაგოგიის ნაცვლად საქმის კეთებას ურჩევს.
,,როდემდე დამალავს მთავრობა ევროპული ბაზრის უპირატესობებს და როდის შეწყვეტს "რუსეთთან აღდგენილი სავაჭრო ურთიერთობის" პოპულარიზაციას. რუსულმა ბაზარმა შეაფერხა ქართული ნაწარმის ექსპორტი, საფრთხე შეუქმნა პროდუქტის ვარგისიანობას.
მინდა ვთქვა, რომ შემთხვევითი არაა მთავრობის მიერ არჩეული საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორი და ის არის რუსი და ქართველი ჩინოვნიკების კორუფციული გარიგების ნაწილი.
რუსული ბაზარი ჩვენს მეწარმეებს აზარალებს, კორუფციული სქემა ქმნის ხელოვნურ ბარიერებს და ქრთამი ან უქრთამობა აღარიბებს მეწარმეს - ის იძულებულია პროდუქტს ვარგისიანობა, კორუმპირებული რუსი მებაჟის მოსყიდვით შეუნარჩუნოს, საბოლოოდ კი ღარიბდება გლეხი.
დროა დავასრულოთ ერთმანეთის ჭამა, თავი დავანებოთ უსუსურ სპეკულაციებს, მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად დავსახოთ უმძიმესი კრიზისიდან გამოსავლის გზა.
ხალხს არ სჭირდება ფუჭი კამათი და შოუ, ყალბი არგუმენტებით პოზირება და საწინააღმდეგო პოზიციები, ეს უსარგებლოა. ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს ერთი მიზანი - ჩვენი ქვეყნის განვითარება.
ჩემმა მეგობრებმა, კოლეგებმა თუ მოწინააღმდეგეებმა იცით, რომ სოციალისტური დაპირებებით ჩიხში შევდივართ, რადგან ამით ხალხს დათვურ სამსახურს ვუწევთ, ვქრთამავთ ამომრჩეველს და ვაღარიბებთ ქვეყანას.
შევეშვათ დემაგოგიას, შევეჯიბროთ არაპოპულარულ, მაგრამ პრაგმატულ ხედვასა და იდეებში, იმაში რაც ჩვენს მოქალაქეებს არგებს!“ - წერს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






