მაშველებმა მდინარე მტკვრისა და ვერეს შესართავთან, სტიქიისგან დაზიანებული კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი იპოვეს. ავტომობილში ადამიანების გვამები აღმოჩემნილი არ არის.
ამჟამად მიმდიანრეობს ავტომობილის ამოყვანის პროცესი "ლაგუნა ვერეს" სიახლოვეს არსებული მიწისქვეშა გვირაბიდან.
ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერი და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.
"გვირაბები არის თავისუფალი, გვირაბის შუაში არის მხოლოდ ერთი ავტომობილი. ამ ავტომობილის გვირაბიდან გამოტანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს,"- აცხადებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონამდე ლარს შეადგენს. მაშველები და შს სამინისტროს თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მტკვრის მონიტორინგს აწარმოებენ. სპეციალური სამსახურები 3 დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები






