ეკონომიკის მინისტრს იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე ის ვარიანტი იქნება მიღებული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები თავადაც აქვს და ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის ავტორებს აუცილებლად გაუზიარებს მოსაზრებებს.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები მიღებული და მოსმენილია. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვერსიის შემდეგ კანონპროექტში ბევრი რამ შეიცვალა. აუცილებელია, რომ გათვალისწინებულ იყოს საზედამხედველო სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმის სტანდარტი. კანონპროექტში ბევრი შესწორება შევიდა და პირადად მე კიდევ გამაჩნია რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც კანონის ავტორებს გავუზიარებ. ასეთივეა პრემიერ-მინისტრის განწყობაც. კანონპროექტში არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც შესაძლოა იყოს შესაცვლელი, მათ შორის ბორდის წევრების გათავისუფლების საკითხ და ა.შ. ვეცდებით, საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ეს კანონპროექტი მაქსიმალურად მისაღები გავხადოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






