ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოეწერა ხელი
პოლიტიკა - 15:30, 27 Jun, 2015     486

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩილეს რესპუბლიკას ეწვია. სანტიაგოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერალდო მუნიოსთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან ედგარდო რივეროსთან.
შეხვედრებზე განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე ქ. თბილისში გაიმართოს. აგრეთვე განხილულ იქნა პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ჩილეს ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩილეს მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ანდრეს ბეიოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც აკადემიის მსმენელებისთვის მინისტრმა წაიკითხა ღია ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტით დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთკვირიანი ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42