უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე დავით ჯუღელზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
თუმცა ნინო გვენეტაძე კონკრეტულ საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ თემაზე ვრცლად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ე.წ კაბელების საქმეზე სამართალწარმოების პროცესი დასრულდება.
„ამ კითხვაზე იმ პასუხს დაგიბრუნებდით, რაც განვათავსეთ ინტერნეტ სივრცეში. მე მაქვს მაღალი თმენის ვალდებულება. ამიტომ ამაზე განცხადებას ვერ გავაკეთებ. თუმცა გაძლევთ პირობას, რომ სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ ყველა ინფორმაცია, რომელიც მედიისთვის იყო საინტერესო, თქვენთვის ნათელი იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2" მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოსამართლე დავით ჯუღელზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯუღელი რამდენიმე ქვეყნის საელჩოში იყო მისული და მათგან თავშესაფარს ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






