მურმან დუმბაძემ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, მეჭიაური რეკომენდაციის საფუძველს ვერ ხედავს
პოლიტიკა - 15:17, 27 Jun, 2015     671
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა მურმან დუმბაძემ. მმართელმა გუნდმა ცვლილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ის თუ რატომ არ მოხდა ოთხი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინება, ამასთან დაკავშირებით , მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად აამაღლებს მონიტორინგის სამსახურის მუშაობის ხარისხს.

,,ვერ ვხედავ რეკომენდაციის საფუძველს. საქართველოში სხვანაირი კლიმატია და ამიტომ არ იმუშავებს ასეთი მოდელი? ეს მიზნად ისახავს, რომ საქართველოში აღარ იყოს საფრტხე იმისა, რომ ეროვნული ბანკი შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებით და ეროვნული ბაკი იყოს დამოუკიდებელი“ - განაცხადა ჟურნალისტებთან კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა.

,,როცა კანონპროექტი კანონად იქნება და ამოქმედდება, ვნახავთ რომ საფინანსო ორგანიზაციების შფოთვები იქნება საფუძველს მოკლებული“ - აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ ებანოიძემ.

რაც შეეხება მურმან დუმბაძეს, ის ფიქრობს,

,,მე არ დავუჭირე მხარი საფინანსო ზედამხედველობის შექმნას ეროვნულ ბანკში, რადგან ამით ეროვნული ბანკი უფრო მიუახლოვდა სახელმწიფოს, მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი ბანკი სახელმწიფოს უფრო უნდა მოშორდეს. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს მეტი სსიპს სექმნა, რადგან მას უფრო რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ეს არის რაიმე კერძო ინტერესი“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

78 დეპუტატი ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრო.

საუბარია საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შემოღებაზე, რომელსაც შვიდ კაციანი საბჭო ეყოლება.

ცნობილია , რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია. მათი თქმით, კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან კრიტიკული წერილი მიიღო პრემიერმა.

პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. მმართველი გუნდი კი ვეტოს დაძლევისთვის მზადყოფნას აცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42