,,სოფიზმის ზეობის ეპოქაში ყველაფერი "პრავდება" - მეჭიაურიც კი“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
სოც.მედია - 14:43, 27 Jun, 2015     2590
მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

,,ახლა ვზივარ და ვრცელი, დიდი სტატუსის დაწერას ვაპირებ.

სტატუსს რომ დავწერ, უთუოდ დავთაგავ ბევრს.

ბევრს რომ დავთაგავ, ამ ბევრიდან ბევრი სტატუსს დააlike-ებს.

უფრო ცოტა - გააზიარებს.

მე ჩემი ვქენი-თქო, ვეტყვი საკუთარ თავს და "ვალმოხდილი" გადავერთვები სხვა საქმეებზე.

ეს ბევრი გამზიარებელ-დამლაიქებელიც ვალმოხდილი იქნება - ოღონდ, ეგაა, ვითარება არ შეიცვლება. კოლექტიური თოფ... უკაცრავად, ამჯერზე მეჭიაური გააგრძელებს დანგრევას.

ტაბლიაშვილის და მასზე მცოდნეთა სტატუსები კი არა, თლად მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მკაცრი ტონიც კი არ აცვლევინებს მათ გადაწყვეტილებებს.

ეს კონკრეტული დეპუტატი მხოლოდ ფორმალური აღმასრულებელია - ვიცით, რომ მას, თქვენთან ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდია ბანკიც, საბანკო სექტორიც და ყველაფერი... მას ჰკარნახობენ, ისიც ახმოვანებს.

ეს ძველის გახსენებაა - ხსენებული თოფაძე, თუ გახსოვთ, საკუთარი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე უტევდა და უტევდა სავალუტო ფონდს... ამბობდა, მაგათმა დაანგრიეს ქვეყანაო. ის ეპოქა კი არა, პერიოდი, თითქოს გავიარეთ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ "თითქოს".

სავალუტო ფონდის, აზიის ბანკის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის აღშფოთება მხოლოდ საწყისია... სუსტ და არათვითკმარ სახელმწიფო საქართველოს, სხვებიც შეუტევენ და ძალიან იოლად მოახრჩობენ... თავად ამ ზმნაში ტრანშების შეჩერაბა იგულისხმება. ხსენებული ორგანიზაციებიდან ტრანშებს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს... მე პირადად ვვარაუდობ (ალბათ სხვებიც), რომ დაფინანსებას შეწყვეტს ან შეამცირებს ევროკავშირიც... მათ შორის, გაჩერდება საგრანტო პროგრამებიც.

"აპოკალიპტური სურათი", რომელსაც ახლა ვხატავ, საკმაოდ რეალურია - თოფ... უკაცრავად, მეჭიაურს რომ ანდობ გადაწყვეტილებებს, სხვა სცენარის განვითარების შანსი ნულის ტოლია.

სამწუხაროდ (და ამას გულრწფელად და სინანულით ვამბობ), ერთი კინკილა პოლიტიკოსიც არ აღმოჩენილა მმართველი გუნდიდან, რომელიც თოფ... უკაცრავად, პაპუაშ... უკაცრავად, მეჭიაურს წინ აღუდგებოდა... ასე ინგრევა მითები და მითოსები, უფრო ზუსტად სტერეოტიპები...

ამასობაში კი სხვა რამეც შეიძლება მოხდეს - ცხადია, ვთქვათ, სოც.ქსელებში ყველაფერი გაპრავდება - სოფიზმის ზეობის ეპოქაში ყველაფერი "პრავდება" - მეჭიაურიც კი.

დაქირავებული და ენთუზიასტ-ალტრუისტი სპიკერები კი არა, კომენტატორები საჩვენებელ თითს გაიშვერენ ევროპისაკენ - აქაოდა, აქამდე გამოგეჩინათ ფხა და ვთქვათ უვიზო მიმოსვლის უფლება მოგეცათო...

მათ - ამ კომენტატორებს კიდევ მიამარცხებ - ბოლო ბოლო, ჯანმრთელობას გაუფრთხილდები და სულაც არ შეხვალ უაზრო კამათში მათთან.

სამაგიეროდ, გაძლიერდება რუსეთის ფლოტი კი არა, სახმელეთო ჯარი - უფულოდ ქვეყანა ვერ იარსებებს, ჰოდა, კვლევების მიხედვით, როგორც ცნობილია, 50%-მდე მაინცაა იმგვარი ამომრჩეველი, რომელსაც არც ოცნება "ევასება" და არც "ნაც.მოძრაობა"... შემოიტანს რუსეთი ფულს... (ისედაც არ აკლებს), მიიკრავს ამომრჩეველს განსაკუთრებით რეგიონებში... ჩაყრის ამავე ფულს ერთი ძლიერი საფინანსო ინსტიტუცია არჩევნებშიც და პოლიტიკოსებშიც... სოციალურ პაკეტებშიც და მედიაშიც... პოპულიზმსა და შეფარვით ანტიდასავლურ პოლიტიკაშიც... კოლექტიურ თოფაძეშიც, კოლექტიურ მეჭიაურშიც... კოლექტიურ პაპუაშვილშიც... გააჯერებს საკუთარ სიას იმ პირებით, რომლებმაც ხსენებული დეპუტატებისაგან განსხვავებით, იციან, რომ ჯეკ ლონდონი, ვინმე ჯეკი არაა ქალაქ ლონდონიდან... და, სხვა რამ განსაკუთრებული ღირსება კი არ, ან ნაკლებად გააჩნიათ და... უყარე მერე კაკალი.

ამასობაში მართლაც ფასიანი გახდება გზა ამერიდან იმერამდე... ოღონდ, ტენდერში მოიგებს ამ სერვისს ვინმე.

ტენდერივე გააარკვევს ბათუმში ახალი ჯიხურების ჩადგმის გამარჯვებულის ვინაობას.

ჩვენ ყველანი მოვიხარშებით კი არა, ჩავიხარშებით საკუთარ წვენში.

დავთაგავთ ერთმანეთს, გავბრაზდებით, აღვშფოთდებით... ლარი იქნება სტაბილური... გაჩერდება სადღაც 2.7 ზე და ყოველი თეთრით მისი ჩამოსვლა იქნება ჟივილისა და ხივილის საფუძველი.

საქართველოში იქნება წვრთნებიც (ამის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან წვრთნების გამართვის ინტერესი აქვს აშშ-ს), შესაძლოა იყოს MAP - იც, რომელიც არ გულისხმობს მე-5 მუხლის ამოქმედებას...

შესაბამისად, ვიტყვით, რომ ჰა... წინ მაინც მივდივართ... (ჩვენ კი არ ვიტყვით, გამპრავებლები იტყვიან).

იქნება ბევრი ლეფსი და იქნებ კირკკოროვიც... "თუ მსმენელი ჰყავს, იმღერონ რაღა... საბაზრო ეკონომიკაა დასავლეთი", ეს არგუმენტიც გაჩნდება (უკვე გაჩნდა)...“-წერს ტაბლიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42