საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სახელმწიფოში ყოველდღიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სდსს-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირები გადაწყვეტილებებს საკუთარი სინდისის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე თავისუფლად იღებენ და არ ეშინიათ, რადგანიციან, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას და პირნათლად ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ყოველდღიურ დაცვას.
"პირველ რიგში, მსურს მივესალმო რიგითებს, რომლებმაც დღეს თავიანთ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს და სამშობლოს დაცვის ფიცი დადეს.
მივესალმები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც პირნათლად ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ყოველდღიურ დაცვას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა დღეს, როდესაც მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა გამოცხადებული - ბრძოლა, რომელშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ; ბრძოლა, რომლისთვისაც საქართაველომძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა. თქვენ იცით, რომ ისტორიულად ჩვენ გლობალური უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ და თქვენი თანამებრძოლები დღესაც უმნიშვნელოვანესი მისიით იმყოფებიან ავღანეთში. თუმცა, ასევე იცით, რომ გუშინ მიყენებულ იქნა დარტყმა ქუვეითის, ტუნისისა და საფრანგეთისთვის. ეს ის ბრძოლაა, რომლის უკანაც გაერთიანებულია ერთი მხრივ,კაცობრიობა, რომელიც ხედავს ცივილიზაციას, კულტურას და თავის მომავალს, მეორე მხრივ კი, ამ ბრძოლის საპირისპირო ფლანგზე იმყოფება ძალიან სასტიკი ძალა. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მწყობრდა მამაც სამსახურს იმისთვის, რომ ამ ძალამ ვერ გაიმარჯვოს საქართველოში. ეს არის სტრატეგიული ობიექტების დაცვა, ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უმაღლესითანამდებობის პირები ვიღებთ გადაწყვეტილებებს საკუთარი სინდისიდან, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ვიცით, რომ ჩვენი ზურგი დაცულია თქვენ მიერ. ვიცით და არ გვეშინია ამ გადაწყვეტილებების არცტერორიზმის და არც კრიმინალის მხრიდან, რადგან თქვენ, პროფესიონალურად ასრულებთ თქვენს ვალდებულებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც სახელმწიფოს სიძლიერეს თავი შესწირა და სდსსის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მადლობა გადაუხადა სამსახურის განვითარებაში შეტანილიწვლილისთვის.
"პატივს მივაგებ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძოლაში დაეცა; ვინც თავი შესწირა სახელმწიფოს სიძლიერეს.
მსურს კიდევ ერთხელ მივმართო წვევამდელებს - მათ ვინც ახლა გახდა ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცი და ვუსურვო მშვიდობიანი სამსახური. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ანზორ ჩუბინიძესაც, იმმნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც მას შეაქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაში. ისევე როგორც მისი ყველა თანამშრომელი, პირადად მეც, საქართველოს პრეზიდენტი მას მხარს ვუჭერ ამწარმატებულ საქმიანობაში", - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 21 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სდსს-ის სასწავლო ცენტრში 140-მა წვევამდელმა ფიცი დადო. იუბილისადმი მიძღვნილი ფიცის დადების ცერემონია საპატიო მარშით დასრულდა.
დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პირველ პირთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






