,,არცერთი ნაბიჯი, რომელიც მთავრობას უნდა გადაედგა და რომელიც ლარს დაიკავებდა ტურიზმის საზაფხულო ტალღის გადავლის შემდეგ, არ გადადგმულა. შესაბამისად, ზამთარში ლარის შემდგომი დაცემა გარდაუვალია.
ამას ემატება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის ფუნდამენტის -ეროვნული ბანკის - მოშლა და ინვესტორთა კიდევ უფრო დაფრთხობა.
2015-2016 წლების ზამთრის სიმძიმე შეეხება ყველას. თუმცა არავის გაახსენდება ტყემალაძე და მეჭიაური. გაახსენდებათ ივანიშვილი.
რა უნდა ვთქვა მეტი, გარდა მორიგი გაფრთხილებისა.
ჰგონიათ, რომ ებრძვიან ქადაგიძეს. სინამდვილეში, ქვეყნის ფუნდამენტს ანგრევენ.
ეგონათ, რომ ებრძოდნენ უგულავას. სინამდვილეში, უთავბოლოებს ანდეს ქალაქი.
ეგონათ, რომ ებრძოდნენ სააკაშვილს. სინამდვილეში, გააღარიბეს მთელი საქართველო“ - წერს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






