,,ასეთი თანხის მოძიება თუ შეგვიძლია თბილისი ავაშენოთ და არა ვერეს მანჰეტენი ...“ - სალომე ზურაბიშვილი
სოც.მედია - 13:07, 27 Jun, 2015     2326
,,წმინდა წყლის პროვოკაცია“ - ასე აფასებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ ბიზენს პროექტს სახელწოდებით ,,მანჰეტენი“, რომელიც ვერეს ხეობაში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

,,სრულიად არა სერიოზული და მოუმზადებელი! ... ვის უნახავს ამ მაშტაბის პროექტი მოფიქრებული ორ კვირაში და კიდევაც " მერიასთან გავლილი"???? და ასეთი თანხის მოძიება თუ შეგვიძლია თბილისი ავაშენოთ და არა ვერეს მანჰატანი ... უბრალო ტყუილი თუ ხალხის ნერვებზე ახალი თამაში?

ამ ფორმით წარდგენილი, ეს არქიტექტრული თუ ბიზნეს პროექტი კი არა- წმიდა წყლის პროვოკაციაა!!!... რატომ და რისთვის ეგ სხვა საკითხია! ან კიდევ ვისგან ამაზე თაქვენ იფიქრეთ..

პროექტიც რომ არსებობდეს (და შესაძლებელია ვიღაცას ასეთი რამ ედო უჯრაში) ამის დარქმევა “მანჰატანი” და ვერეზე მისი წარმოდგენა, ეს ხომ თავისთავად პროვოკაცული გზავნილია, რომელიც მიზნად ისახავს იმ ხალხის გაღიზიანებას და გაგიჟებას, რომელიც დღეს კიდევ შოკირებულია და უაღრესად დამძიმებული მომხდარი ტრაგედიით! საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება კომისიის შედგენას და მის დასკვნებს რომ დაადგინდეს თუ რა მოხდა ვერეზე, რისი (და არა მაინდამაინც ვისი) ბრალი იყო გარდა სტიქიისა, იმისთვის რომ სამომავლოდ გავიგოთ რისი გაკეთება/აშენება შეიძლება და რისი არა, რა საფრთხეები არსებობს და რა სამუშავოები არის ჩასატარებელი ამ სასფრთხეების პრევენციისათვის, რა ზოლები უნდა იყოს საერთოდ და სამუდამოდ განთავისუფლებული და მშენებლობისთვის აკრძალული, და ასე შემდეგ....

სანამ ეს ჩვენი ახლო წარსულის ტრაგედია მეცნიერული დასკვნებით არ დასრულებულა, ნებისმიერი საუბარი იმაზე თუ რა აშენდება ამ ადგილას და რა შემოსავალის მომტანი იქნება, ეს არის ჩემთვის აშკარა პროვოკაცია, ხალხის გამოწვევა, მისი გაღიზიანებაზე მიმართული საინფორმაციო ზეწოლა!

ვინც ამაზე დუმს ან კიდევ უარესი, ამას ამართლებს -ისე თუ ასე- ამ აურზაურის თანამონაწილე ხდება - ნეფსით თუ უნებლიეთ.... და ხელისუფლებას კი სწორედ ასეთი მოვლენების და განწყობების მართვა ევალება და ხალხის დაწყნარება... დაწყნარება რომელიც მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებს , სწორ ახსნა განმარტებებს მოყვება... და პირველ რიგში სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებულ კომისიის დასკვენბს, მათ გაზიარებას და რჩევების საზოგადოებისთვის მიწოდებას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42