პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს კენჭს უყრიან. საუბარია საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შემოღებაზე, რომელსაც შვიდ კაციანი საბჭო ეყოლება.
გუშინ კანონპროექტს დეპუტატები 4 საათის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მათი პოზიცია არ შეცვლილა.
ცნობილია , რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია.
მათი თქმით, კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.
„არც ერთ ჩვენს მეგობარს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სფერო და ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს ცვლილებები არ მოსწონს. მიაჩნიათ, რომ ეს არის პოლიტიზაცია და ეს ცვლილებები დააზიანებს საბანკო სექტორს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი.
განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობის წევრებს. ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ კანონპროექტი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.
კანონპროექტის განხილვა რიგგარეშე სესიის ფორმატში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






