თამარაშვილი-გმირთა მოედნის გზის აღდგენა უალტერნატივოა - ნარმანია
პოლიტიკა - 10:12, 27 Jun, 2015     1378

თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე სპეციალისტებმა თბილისის მერთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები განიხლეს და ჯგუფის სამივე შეხვედრა შეაჯამეს. იმსჯელეს როგორც მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე, ასევე განიხილეს გრძელვადიან პერიოდში მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ მოკლევადიანი პერიოდისთვის მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და ის მომდევნო კვირასდასრულდება. ასევე მნიშნელოვანია, რომ შევთანხმდით მოკლევადიან პერიოდში თამარაშვილი-გმირთა მოედნის გზის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც, ჩემი აზრით, უალტერნატივოა. ასევე, შევთანხმდით გრძელვადიან პერიოდში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოებისა და ევაკუაციის კომპონენტს, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემის შემოღებას გულისხმობს. ერთ-ერთ საკითხად, აგრეთვე, იხილება დამბის მოწყობის საკითხიც, თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ გვიჩვენებს ის კვლევა, რასაც ჩვენ უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიაში უკვე შედგა შეთანხმება მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე.

„უკვე შეთანხმებულები ვართ მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე მიეცა დავალება აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით და ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42