„პარლამენტს მივწერეთ წერილობით, რომ ჩვენ გვაქვს უარყოფითი დამოკიდებულება ამ ცვლილებების მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ თუ ეს ცვლილებები მიღებული იქნება, ეს დაასუსტებს როგორც საზედამხედველო პრაქტიკას ქვეყანაში, ასევე ცენტრალურ ბანკს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, დაგეგმილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
„ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გარდა ამისა კანონპროექტი ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულების იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი უნდა იყოს. სავალუტო ფონდი, EBRD, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ყველა ხედავს საფრთხეს ამ პროექტში ისე როგორც არასამთავრობოები საერთაშორისო ორგანიზაციები საფრთხეს იმისას, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცევა. ეს პროექტი ძალიან ცუდად იმოქმედებს ინვესტორთა განწყობაზე ჩვენს მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ძალიან ცუდი შედეგი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,“ - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






