აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მართლმსაჯულების რეფორმებს დადებთად აფასებს- იუსტიციის სამინიტრო
პოლიტიკა - 15:09, 26 Jun, 2015     1261
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას:

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის მოხსენებაში დადებითადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების რეფორმის შედეგები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, საპროცესო გარიგების მექანიზმების დახვეწა და დაცვის მხარის უფლებების გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში.

როგორც გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, 2014 წლის სექტემბერში შესულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა ბალანსი დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სისხლის სამართლის პროცესში; საპროცესო შეთანხმების რეფორმამ კი, რომელიც 2014 წლის ივლისში განხორციელდა, უფრო მოქნილი და გამჭვირვალე გახადა ეს ინსტიტუტი.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც სრულიად ახალ ინსტიტუციას წარმოადგენს საქართველოს მართლმსაჯულებისათვის.

რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა სასამართლო პრაქტიკა. ნაკლებად ხდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით, იმატა გირაოს გამოყენების შემთხვევებმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, უფრო გამჭვირვალე გახდა მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა, გაუმჯობესდა იუსტიციის საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი.

სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს იმ ღონისძიებებსაც, რომელთაც საქართველოს მთავრობა მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დასაცავად ატარებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ უმჯობესდება კანონმდებლობა და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ პირების პრობლემების ეფექტიანად გადაწყვეტისათვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალე და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც დადებითად აისახა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი საქმე საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაასრულა.

რაც შეეხება უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ძლიერი პოზიცია დაიკავა საარჩევნო პროცესში გამოვლენილი პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების მიმართ."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42