"მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინდელ საკომიტეტო სხდომაზე დაწყებული კამათი დღეს გაგრძელდა. ამჟერად დაპირისპირება სერგო რატიანსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის მოხდა. ივანე კიღურაძემ მოუწოდა დეპუტატს, შეწყვიტოს „კომუნისტების“ ხსენება და მათზე ლაპარაკი.
"ჩემთან მაინც შეწყვიტეთ კომუნისტების ხსენება და ამაზე ლაპარაკი. საერთოდ არ ღირს იმაზე ლაპარაკი, ვინ რომელ პარტიას ეკუთვნოდა და სად მოღვაწეობდა. მთავარია რას აკეთებდა ის ქვეყნისთვის. ვინც იყვნენ "კომუნისტური პარტიის" წევრები - გამოჩენილი, დიდი მეცნიერები და ეროვნული მოღვაწეები, დამისახელეთ თქვენი რიგებიდან იმ მასშტაბის პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე“, - მიმართა კიღურაძე რატიანს.
მასალის გამოყენების პირობები






