„ხუდონჰესის პროექტში ასეთი სისტემების მონტაჟი გათვალისწინებული გვაქვს. საინჟინრო, ასევე საინჟინრო-გეოლოგიური მიმართულებით, ეს ნაგებობა ძალიან კარგადაა შესწავლილი და უამრავი ექსპერტის დასკვნაც არსებობს. ზოგადად ჩვენი კომპანია ღია და გამჭვირვალეა, ნებისმიერ შენიშვნას კარგად ვაანალიზებთ. ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპეციალისტს ვთხოვ, რომ პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ და საკუტარი შენიშვნებიც წარმოგვიდგინონ. წინასწარ მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ვეცდებით, ხუდონთან დაკავშურებული ყველა შენიშვნა გავითვალისწინოთ, ხუდონი უპრეცენდენტო პროექტია, რადგან თავის დროზე მსოფლიო ბანკმა , ამ პროექტთან დაკავშირებით, საერტაშორისო სპეციალისტების საბჭო შექმნა, მათი დასკვნაც გვაქვს და შენიშვნებიც, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.“- აცხადებს მირცხულავა.
მირცხულავას თქმით, ხუდონჰესის პროექტზე ჯერ ხელი მოწერილი არაა, თუმცა ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სახელმწიფოს, ინვესტორებსა და „ტრანსელექტრიკას“ გუნდს შორის და უკვე დაწყებულია მემორანდუმში შეტანილ ცვლილებებზე ხელის მოწერის პროცესი.
„დასრულებული დოკუმენტი შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში თანხმდება, რომელსაც უახლოეს ხანში , ხელს მოვაწერთ. ძირითადი ცვლილება ის არის, რაზეც „ტრანსელექტრიკას“ დიდი ხანია, თანხმობა გაცხადებული ჰქონდა- ანუ ჩვენი ინვესტორი, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული, რათა ორმაგი დაბეგვრა აეცილებინა ტავიდან, ხელისუფლების მოთხოვნით, არაოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა. გარდა ამისა, ინვესტორი თანახმაა, ხუდონის პროექტში, გარკვეული პროცენტით სახელმწიფოც შემოვიდეს. როგორც ინვესტორები აცხადებენ, ჩვენი კომპანიის მიზანია , ყველა პროცესი საერთაშორისო დონეზე, უმაღლესი სტანდარტების გამოყენებით წარიმართოს,ღია და გამჭვირვალე იყოს, რაც ხუდონს ბევრი სხვა პროექტისგან განასხვავებს“- აცხადებს მირცხულევა.
წყარო „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






