ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ცვლილებასთან დაკაშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და პრეზიდენტს ერთნაირი მოსაზრება აქვთ.
მან უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. თუმცა მეჭიაური აქვე განმარტავს, რომ ვეტოს დადება მისთვის მოულოდნელი არ იქნება.
„პრეზიდენტი თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებზე. ის არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადოს. აბაშიშვილი მუდმივად აქებს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის მიმართ მას უარყოფითი მოსაზრება მაშინაც არ დაუფიქსირებია, როდესაც ლარის კურსი ხშირად იცვლებოდა“, - განაცხადა მეჭიაურმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს.
მასალის გამოყენების პირობები






