აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოში სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებაც არის საუბრაი.
„კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, თუმცა ბრალდებები მთავრობის მიმართ მაინც არსებობს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, 2014 წელს მედიაგარემოს მხრივ ქვეყნის მაჩვენებლი გაუმჯობესდა“- ნათქვამია ანგარიშში.
მედიასთან დაკავშირებით აღნიშნულია ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბორდის წევრების არჩევა გაჭიანურდა, რამაც ტელევიზიის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის ბრალდებები წარმოშო. ანგარიშში მოხვდა მაესტროდან ჟურნალისტების წასვლის ფაქტიც.
„წლის ბოლოს, ქვეყანაში სიდიდით მესამე ტელეკომპანიის „მაესტროს“ ჟურნალისტებმა და ასევე სხვებმაც, შეშფოთება გამოთქვეს, რომ ხელისუფლება კერძო მფლობელობაში მყოფი „მაესტროს“ საქმიანობაში ერეოდა“ - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ტელევიზია კვალ რჩება ინფორმაციის მიწოდების ყველაზე ჰგავლენიან წყაროდ.
„წამყვანი ტელევიზიები კვალავაც რჩებიან პოლიტიკურად მიკერძუბულებად, თუმა შედარებით ნაკლებდ წინა წლებთან შედარები. მთავრობის წარმომადგენლები პერიოდულად აკრიტიკებენ ჟურბალისტებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანიები აუმჯობესებენ საქმიანობას დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებაში“ - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება აზრის თავისუფალ გამოხატვასთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსახლეობას ჰქონდა საშუალება, მთავრობა ღიად ეკრიტიკებინა.
მასალის გამოყენების პირობები






