ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს - ჭიაბერაშვილი ანგარიშის უარყოფით სიგნალებზე
პოლიტიკა - 13:20, 26 Jun, 2015     622

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება და 2014 წელს მოიცავს.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, თემები, რომლებზეც ანგარიშშია საუბარი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს აღქმას დაღს ასვამს, რაც ცუდად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ასევე ინვესტორების დაინტერესებაზე.

„საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, გაჭირვება და გაღარიბება, რომელიც ბევრ ოჯახს შეეხო, ივანიშვილის მთავრობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკითაა გამოწვეული. ასევე, საერთაშორისო საზოადგოების მიერ იმის გაცნობიერებით, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაშიც თავის მხრივ წვლილი შეაქვს არამხოლოდ ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, არამედ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების არსებობა საერთაშორისოდაა აღიარებული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია ჩამოთვლილი, რაზეც ქვეყანაში არსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები მუდმივად მიუთითებენ.

„გამოქვეყნებულ ანგარიშში, განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მიზნებით და ივანიშვილის დაკვეთით ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად ყოფნა.

აქვე ხაზგასმულია წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული კანონში არსებული ხარვეზები, რომელიც პროკურატურისა და სასამართლოს მიერაა გამოყენებული და რომლითაც ირღვევა წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი კონსტიტუციური ვადა. აქ პირდაპირაა მითითებული, რომ ეს დაირღვა გიგი უგუგლავას პატიმრობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია რომ აშშ-ს სახელწმფიო დეპარტამენტი დიდ ყურადღებას უთმობს წინასაარჩევნო პერიოდს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მომხდარ ძალადობებს ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნეათ. და ეს არ ეხება მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, კიდევ ერთი თემაა, რასაც სახლემწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში ეხება. ყურადღებას მიაპყრობს იმასაც, რომ პოლიტიკური ნიშნით გადაავადეს პარლამენტში მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი სერიოზული მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ ამ თვალსაზრისით ნაბიჯები სწრაფად გადადგას.

კონკრეტული საკითხები, რასაც ანგარიშში ვხვდებით ესაა კორტავას გარდაცვალება ქუთაისის ციხეში, თათუხაშვილის გარდაცვალება იმ წამების შედეგად, რასაც პროკურატურის მხრიდან ჰქონდა ადგილი, ვანო მერაბიშვილის გაყვანა საკნიდან, არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი კლდიაშვილის დაუსაბუთებლად დაკავება, კაბელების საქმე, ენმ-ს გამგებლობის კანდიდატ ჯიბუხაიას საქმე, რომელიც განსაკუთრებითაა ხაზგასმული.

ასეთი მწვავე ანგარიში აშშ-ს სახელწმფიო დეპარტამენს პრაქტიკულად არ ჰქონია და აქ ნათლადაა ნაჩვენები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი, დაასრულოს პოლიტიკური დევნა, სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახადოს, პროკურატურა არ გამოიყენოს პოლიტიკური ნიშნით.

ეს ანგარიში გავლენას მოახდენს ინვესტორიების დაინტერესებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ყურადღებით წაიკითხოს და ივანიშვილის მთავროაბ ერთხელ და სამუდამოდ აიძულოს დაასრულოს ის არასწორი პოლიტიკა, რასაც ატარებენ. ჩვენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას, არ გვაქვს იმედი, რომ ივანიშვილი ამას ყურად იღებს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური მეთოდებით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს მისი ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში“, _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42