2015-2016 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები მცირე რაოდენობით დაიბეჭდება. როგორც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ახლადდაბეეჭდილი მხოლოდ 30 % იქნება.
თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ გასული სასწავლო წლისთვის წიგნების 60% ახლადდაბეჭდილი იყო. მინისტრის განმარტებით ახალი წიგნების დაბეჭდვასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული სამშაბათს გახდება ცნობილი.
„უკვე დასრულებელია ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია, მათი ძირითადი ნაწილი ვარგისია. ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. 2013-2014 წლებში გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავების უვნებლობის ხარისხი. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებში ამაღლდა სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა. წიგნების მიმართ იშვიათად ფიქსირდება უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულით შეფასდა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






