"ეს შენ გეხება" - ფარული მოსმენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
პოლიტიკა - 12:55, 26 Jun, 2015     1109

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც არის. პრობლემურ საკითხებს შორის ფარული მოსმენებიც მოხვდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა კამპანია „ეს შენ გეხება: ისევ გვისმენენ“ დაიწყო, რომელიც ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებურ ქმედებებსა და ფარულ მოსმენებზე კონტროლის გაძლიერებას ისახავდა მიზანს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1 მაისს კამპანიამ უარყო პრეზიდენტის ბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაცების ეს პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. NGO-ებმა სამართლებრივი უწყებები „უკანონო თვალთვალში“ დაადანაშაულეს.

„6 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მაუწყებელი უკანონო ელექტრონული მოსმენების სამიზნე გახდა. ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ მას ვიდეო და აუდიო მასალა მიაწოდა, რომელიც 2013 წლის ივნისშია გადაღებული და სადაც ნაჩვენებია მისი კაბინეტი, მისი მოადგილის ოთახი და "ნიუსრუმის" უფროსის ოთახი. შენობაში სათვალთვალო კამერები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ნიკა გვარამიამ ჭერში აღმოჩენილი ჭუჭრუთანის შესახებ განაცხადა, სადაც მისი თქმით, სავარაუდოდ კამერები იყო დამონტაჟებული“ - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, პროკურატურამ კი განაცხადა, რომ სათვალთვალო შესაძლოა კამერები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით 2012 წელს დაამონტაჟეს, ნიკა გვარამიამ კი პროკურატურის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა, რომ პასუხისმგებელი არა წინა, არამედ მომქედი მთავრობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42