„ნაციონალურ მოძრაობას“ დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს მოძრაობა ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიაა და ზოგადად, ყველაზე მებრძოლი, ჩამოყალიბებული, გამოცდილი პოლიტიკური ჯგუფია, რომელსაც თანმიმდევრული ხედვები აქვს და იცის, საქმე როგორ უნდა აკეთოს. რაც უნდა იყოს ამ ოთხი ადამიანის წასვლის მიზეზი, რა სახის დისკომფორტი ან აზრთა სხვადასხვაობა, დღეს, 2015 წელს, ასეთი ქცევის მასტიმულირებელი ვერაფერი იქნებოდა, გარდა მათი სისუსტისა. ასეთი სისუსტე კი მომავალი პოლიტიკური კრახის გარანტიაა. მითუმეტეს, მათ დატოვეს პარტია, რომელიც ისტორიის შექმნას აგრძელებს“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ახალაიას თქმით ენმ-ში რამდენიმე ფრთის არსებობა ბუნებრივია „ფრთა იმისაა, რომ ერთზე მეტი უნდა იყოს, თორემ ფრენა შეუძლებელია“. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიცოცხლისუნარიანობა იმაში მდგომარეობს, რომ პარტიაში აზრთა და შეხედულებათა მრავალფეროვნებაა.
ახალაია მიხეილ სააკაშვილზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ენმ-ს ცალსახა ლიდერია „სააკაშვილი ნამდვილად ცალსახა ლიდერია და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება“- აცხადებს ახალაია.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






