აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი.
"2014 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 10 372-ს შეადგენდა, მაშინ როცა აღნიშნული რიცხვი 2013 წელს 8 931 იყო, 2012 წელს კი - 19 349. გასული წლის ბოლოს 1 507 პატიმარი წინასწარ დაკავებაში იყო. 2013 წლის იანვარში ციხეებიდან 190 პატიმარი გაუშვეს, როგორც პოლიტპატიმარი და დამატებით 3 000 პატიმარი. ათასობით პატიმარს შეუმცირდა პატიმრობის ვადა, შეიწყალა პრეზიდენტმაც.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მონაცემებით, საპრეზიდენტო შეწყალების კომისიამ 787 პატიმარი შეიწყალა (2013 წელს 1 164 პატიმარი). ბოლო წლებში, მიუხედავად ათასობით პატიმრის გათავისუფლებისა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა აღნიშნა, რომ ციხეები კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა პრობლემატურ საკითხებთან. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დეკემბრის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ციხეში 27 პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 5-ით მეტია. გარდაცვლილთა უმეტესობის ასაკი საშუალოდ 44 წელია“ - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თებერვალში ასობით პატიმარმა დასავლეთ საქართველოში მდებარე გეგუთის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთმა პატიმარმა ბადრაგების მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებალად თვითდაზინებაც მიიყენა. სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ, მოუწოდა, თუმცა ნოემბრის მონაცემებით, გამოძიება არ იყო დაწყებული"-აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპრტამენტებში სანიტარული პრობლემებიც არის. 2013 წლის ადამიანის უფლებათა და თავისეფლებათა დაცვის ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა პატიმრების ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვას.
მასალის გამოყენების პირობები






