დე ფაქტო მთავრობები ქართველი მოსახლეობის უფლებებს არღვევენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის ანგარიში
პოლიტიკა - 11:59, 26 Jun, 2015     1223

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეცაა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღებაა გამახვილებული დე ფაქტო რესპუბლიკებია.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებიან. ამ მთავრობებს მხარს უჭერს ათასობით რუსი სამხედრო და სასაზღვრო დაცვა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ე.წ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში შენარჩუნებულია, თუმცა ძალადობის ფაქტები ორივე რეგიონში გრძელდება. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავენ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ადამიანის უფლებების მხრივ და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს, რადგან რეგიონებში შესვლა შეზღუდულია“- ნათქვამია ანგარიშში

ანგარიშის თანახმად, დე ფაქტო მთავრობები განაგრძობენ ადამიანის უფლებების შეზღუდვას, უმთავრესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ, რაც ხმის მიცემის უფლებისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაში გამოიხატება. ასევე, ქონების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირებისა და გადაადგილების მხრივ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ უარი უთხრა ეთნიკურად ქართველების უმრავლესობას 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაზე.

„გარდა "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა" , დე ფაქტო მთავრობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლებას არ აძლევს სამხრეთ ოსეთის ტერიტრორიაზე ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეგულარული შევიდეს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის "ბორდერიზაცია" წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა, რაც ქართველ მოსახლეობას ერთმანეთთან აშორებს და ძირს უთხრის მათ საარსებო წყაროს“ - აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42