სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
დოკუმენტში მიმოხილულია დახურული ტიპის ციხეებში არსებული მდგომარეობა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, არსებობს დადებითი ტენდენციები, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, წამება სისტემური პრობლემა აღარ არის, თუმცა გასულ წელს 21 არასათანადო მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები რჩება. ეს პირველ რიგში უკავშირდება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. გასულ წელსაც ვითხოვდით ამ ფაქტებზე გამოძიებას. სამწუხაროდ, გამოძიების ნაწილში პრობლემები ისევ რჩება. არც ერთი თანამდებობის პირი დღემდე დასჯილი არ არის იმ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც გასულ წელს ადგილი ჰქონდა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
280 გვერდიან დოკუმენტში ასევე საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებში არსებულ მდგომარეობაზეც.
მასალის გამოყენების პირობები






