საშინაო დავალებებს პირნათლად ვასრულებთ - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 17:01, 25 Jun, 2015     1949
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. თინათინ ხიდაშელი დღეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელშიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები არიან წარმოდგენილნი. მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და პოლიტიკური სიტუაცია შეაფასეს და სამომავლო გეგმები დასახეს. იენს სტოლტენბერგმა მისიის მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, საშინაო დავალებებს პირნათლად ვასრულებთ. მთავარი თემა უკვე არის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, გენერალური მდივნის მოადგილესთან არის დღეს შეხვედრა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთივე მნიშვნელოვანია ის ორმხრივი შეხვედრები, რომელსაც თავდაცვის მინისტრებთან ვმართავთ, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, ასევე, ჩვენს მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებთან. თუმცა, საქართველო საკმაოდ წინ არის გაქცეული ამ გზაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასევე, სხვა ასპირანტი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვხვდებით, შევხვდით შვედეთის თავდაცვის მინისტრს. გზავნილები უნდა იყოს ერთგვაროვანი და ვარშავის სამიტისთვის რაღაც ერთიანი გეგმითა და სტრატეგიით უნდა მივიდეთ ყველანი - წევრებიც, წევრობის გზაზე მდგომებიც და არაწევრებიც, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობაში არიან ნატოს სახელმწიფოებთან. ვნახოთ, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42