ანგარიშში 4 ქვეყანაა მითითებული, ეს ქვეყნებია“ საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. რეზოლუციის პროექტში ცალკე პუნქტად არიან მოხსენიებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები". საუბარია გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე.
რეზოლუციის ტექსტით და ანგარიშით კმაყოფილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ, მაგრამ ეჭვობენ, რომ შესაძლოა საბოლოო ჯამში პროექტი, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა გავიდეს შეცვლილი იქნება.
რეზრეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, რომ ყველა ადამიანი, ვის წინააღმდეგაც წინასწარი პატიმრობა ბოროტად არის გამოყენებული, უნდა გათავისუფლდეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საშემოდგომო სესიამდე დიდი დროა დარჩენილი და მათ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ შეიტანონ ცვლილებები რეზოლუციის პროექტში და ანგარიშში. ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული იყოს მინიშნება, რომელიც გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე.
მასალის გამოყენების პირობები






