გარემოს დაცვის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:38, 25 Jun, 2015     726

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტრუზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალსწინებს.

მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფატქის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112“-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს ოპერტიული რეაგირებისთვის.

აგრეთვე, თევჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს, როდესაც სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები. (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ)

ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.

უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპენტეციის ფარგლებში განახორციელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42