ჭყოიძის "ევრაზიული კავშირის" წევრი ოდესაში არ შეუშვეს
პოლიტიკა - 15:29, 25 Jun, 2015     1852
„ევრაზიული კავშირის" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიების განხორციელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „უკრაინის ხელისუფლების ქმედებები გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილს“, როგორც ჭყოიძე აცხადებს „ევრაზიული არჩევანის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მამუკა ზანდუკელი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ქვეყანაში არ შეუშვეს:

„როგორც ცნობილია, უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქში, ოფიციალური კიევისაგან განსხვავებული შეხედულებების გამო, დაკავებულნი არიან უკრაინელი ჟურნალისტები არტემ ბუზილა და ელენა გლიშჩინსკაია. დასტურდება, რომ ბუზილას მიმართ იყენებენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა მეთოდებს.

ჟურნალისტთა დასაცავად ხმა აიმაღლეს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლებმა. სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად დაიგეგმა საპროტესტო აქციის ჩატარება 24 ივნისს, ოდესის ოლქში. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ამ დილით ოდესაში ჩავიდა კოალიცია „ევრაზიული არჩევანის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მამუკა ზანდუკელი, რომელიც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ქვეყანაში არ შეუშვეს და იგი ამჯერად ოდესის აეროპორტში იმყოფება.

სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილს, რომლისთვისაც ნებისმიერი ხერხია მისაღები პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად.

მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის წინააღმდეგ და ნუ ისარგებლებენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც საქმე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ეხება", - აცხადებს ჭყოიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42